18-დან 25 აპრილის ჩათვლით აჭარაში ფოტო-ტური გაიმართება, რომელშიც ყაზახი, უკრაინელი, რუსი და ბრიტანელი ფოტოგრაფები მიიღებენ მონაწილეობას.
აჭარის კულტურულ ობიექტებზე რეგიონის ტურისტული პოტენციალის შემდგომი პოპულარიზაციისათვის შერჩეული იქნა ლოკაციები: ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის პორტი და ნავსადგური, პეტრას ციხე და ქედის ღვინის სახლი.
დღეს, 21 აპრილს, პეტრას ციხეზე ფოტოგრაფებმა ქართული საბრძოლო ხელოვნება - ხრიდოლი გადაიღეს, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი ესწრებოდნენ.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, სამინისტრო და ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს და ხელს უწყობს აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ პროექტებს. აღნიშნული ტურის საშუალებით აჭარის რეგიონს ასევე, დარჩება უნიკალური ფოტო მასალა “ - აღნიშნა ნათია სირაბიძემ.
ფოტო გადაღებები კომპანია „Geo Tourist“ -ის ორგანიზებით მიმდინარეობს. ფოტო მასალა გამოფენილი იქნება „Photo Tourkarpiy“-ის პროექტის ფარგლებში.