აჭარაში 17 საჯარო სკოლას სასკოლო ლაბორატორიების კომპლექტი გადაეცა

1542030232
განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობისა და საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2015 წლიდან ახორციელებს საჯარო სკოლების ლაბორატორიებით მომარაგებას. 2018 წელს 6 საჯარო სკოლაში შეტანილ იქნა ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიების კომპლექტი. მათ შორისაა: 1. სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის წონიარისის საჯარო სკოლა; 2. სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლა; 3. სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანის საჯარო სკოლა; 4. სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის საჯარო სკოლა; 5. სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლა; 6. სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლა. ლაბორატორიების კომპლექტი შეიცავს 208 დასახელების აღჭურვილობას. სკოლის ლაბორატორიებით აღჭურვა საგაკვეთილო პროცესს უფრო ხარისხიანსა და საინტერესოს გახდის. 2015-2018 წლებში 17 საჯარო სკოლაა უზრუნველყოფილი ლაბორატორიების კომპლექტით
2019 წელს5 საჯარო სკოლას გადაეცემა ლაბორატორიული კოპლექტი.