სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ენმ საპროტესტო აქციას მართავს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევნები მოპარა და სალომე ზურაბიშვილი ხალხის პრეზიდენტი არ არის. "სალომე ზურაბიშვილი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი არ არის. ივანიშვილმა არჩევნები მოიპარა. არა სალომეს, არა ბიძინას!",- აცხადებენ აქციის მონაწილეები. აქციაზე დაახლოებით ასამდე ადამიანი იმყოფება.