ახმეტაში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა - დაღუპულია ორი პირი
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მერსედესის მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.