სამწუხაროა, მაგრამ მოცემულობაა, რომ უცხოური ძალა ყოველთვის ცდილობს, თავისი წარმომადგენლების მეშვეობით ამა თუ იმ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში საქართველოში საზიგადოებას და ხალხს დაავიწყებინოს თავისი წარსული, მით უფრო ისეთი გმირული წარსული, როგორიც აქვს საქართველოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „თუ შენ წარსულს დაივიწყებ, დაგავიწყებინებენ შენს მომავალს“.
„საქართველოს ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა მომენტები, როდესაც ქვეყანა იდგა გადარჩენის ზღვარზე, ერთ-ერთი ასეთი მომენტი სამწუხაროდ იყო ის პერიოდი, როდესაც ერეკლე მეორე იყო საქართველოს სათავეში. ის პრობლემა და გამოწვევა, რაც მაშინ იდგა ქვეყნის წინაშე, იყო სწორედ არგუმენტი იმისა, რა გადაწყვეტილებაც პრაგმატულად მიიღო ერეკლე მეორემ. ჩვენ გვახსოვს სულ რაღაც ოთხი წლის წინ როგორ გვიკიჟინებდნენ, როგორც უკრაინა იქცევა, ჩვენც ისე უნდა მოვიქცეთ თურმე. ურაპატრიოტიზმი, რაზეც საუბრობდნენ და დღემდე საუბრობენ უცხოური აგენტურა-ნაცაგენტურის სახით, ეს იყო შედეგი ზუსტად. თურმე, თუ შენ საქართველოში ისეთ საერთაშორისო დამნაშავედ ცნობილ ვითომ პოლიტიკოსს სააკაშვილს არ გამოუშვებ ციხიდან, ევროკავშირში არ შეგიშვებენ და ეს ყოფილა ევროპული, ქრისტიანულ ღირებულება. რაც მართლა ევროპული ღირებულებაა, ის გააშარჟებინეს როთს, როცა ჩამოვიდა და ჭკუას ასწავლიდა ქართველ საზოგადოებას და ახალგაზრდებს, რომ დროს ეკლესიააო, მოდით, მე მომბაძეთ ლგბტ პროპაგანდას მიაწექით და ა.შ. შენ თუ შენ წარსულს დაივიწყებ, დაგავიწყებინებენ შენს მომავალს და შენ აღარ განსაზღვრავ შენს მომავალს. განსაზღვრავენ სხვები, ეს ვერ მოახერხეს და ამაზე არიან აღშფოთებულები ევროპაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.











