"არაფერი არ გააჩნიათ და ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ და ესენი მინისტრთა კაბინეტზე შეთანხმებოდნენ?!", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის"თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციური ალიანსის დაშლას.
მისივე განცხადებით, ევროკავშირს ამ ადამიანების იმედი ჰქონდა, რომ იქნებოდნენ ევროპული ღირებულებების წარმომადგენლები.
"როგორც კი შეიქმნა, იმ დღესვე დააფიქსირეს - ჩვენ კი გავერთიანდით, მაგრამ ცალ-ცალკე გზები გვაქვსო. მაშინვე დიაგნოზი დავუსვით, რომ ეს ალიანსი ვერც იარსებებდა, არც მომავალი ექნებოდა და სანამ ფორმალურად იარსებებდა ერთმანეთს დაჭამდნენ. გამართლდა ის, რაც ჩვენ ვთქვით.
შეკითხვა მაქვს ევრობიუროკრატიასთან, ევროკავშირის ელჩთან - ამ ხალხზე ეუბნებოდით ქართველ საზოგადოებას, რომ ესენი შექმნიდნენ ქართულ კოალიციას და ესენი იქნებოდნენ ევროპული ღირებულებების წარმომადგენლები?! არაფერი არ გააჩნიათ და არაფერზე ვერ შეთანხმდნენ და ესენი მინისტრთა კაბინეტზე შეთანხმებოდნენ?! " - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.









