აბაშის მერი მარანში ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

1554361615
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, შესაბამისი სამსახურების ხელმღვანელებთან ერთად მარანში ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე, 6 სოფელში ადმინისტრაციული შენობები რემონტდება, სადაც საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრები განთავსდება. თითოეული შენობა აღიჭურვება ინტერნეტით, კომპიუტერებით, მონიტორით. სოფლის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ადგილზე, უწყვეტ რეჟიმში მიიღოს მათთვის საჭირო ინფორმაცია.
აღნიშნული პროექტი მთავრობის განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 564 997 ლარით ფინანსდება, სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.