აბაშაში, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კონსტანტინე გამსახურდიას 134 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახალხო დღესასწაული „კონსტანტინეობა" აღინიშნა.

სადღესასწაულო ღონისძიებებს, სოფელ ძველ აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა, სადაც მოწყობილი იყო სხვადასხვა შემეცნებითი სივრცეები.

დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ მწერლის სახლ-მუზეუმი.

ღონისძიებას კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, პარლამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„კონსტანტინეობა“ გალა-კონცერტით დასრულდა, რომელშიც ,,ქართული ხმებთან" ერთად ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლები მონაწილეობდნენ.