აბაშაში, სოფელ მარანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად, გარდაიცვალა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მინივენი შეეჯახნენ. მინივენს უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა. გარდაცვლილია უცხოეთის მოქალაქეა, რომელიც მინივენში იჯდა. ამასთან, დაშავდა რამდენიმე პირი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.