"გაუნათლებელი, უპასუხისმგებლო ადამიანები, ვისაც არ ყოფნით ტვინი და ვერ ხვდებიან რამხელა ზიანს აყენებენ საქართველოს ერთიანობას სოცქსელებში აქტიურად აპიარებენ ესპანეთის დაშლის ანუ კატალონიის დამოუკიდებლობის იდეას", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ესპანეთი თუ დაიშლება, საქართველოს გაერთიანების მხარდამჭერები შემცირდებიან.
"სამარცხვინოდ აჟიტირებულები!!!! ასეთები ან ბრმები ხართ და ვერ ხვდებით, რომ თუ ესპანეთი დაიშლება ამას მოყვება ჯაჭვური რეაქცია და ჩვენც შემოგვეცლებიან მხარდამჭერები საქართველოს გაერთიანებაში. ან იქნებ საქართველოს მომავალი ბოდიში და უკვე ფეხებზე გკიდიათ ან კიდევ იქნებ ამაში გასამრჯელოს იღებთ? გონს მოუხმეთ!!!! ვერაფრით გაამართლებთ ამ საქციელს და პასუხად მიიღებთ რისხვას და არ პატიებას! გონს მოუხმეთ და იფიქრეთ თავით!!!!", - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.