რა მოხდა, შეგეშინდათ აქციების და თავი გინდათ გაიმხნეოთ? - შედრკით და წონასწორობა დაკარგეთ?, - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში 29 აპრილს "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.
„ბავშვებზე იძახდნენ, „ენჯეოსშნიკი“ ბავშვები არიანო. ჩემი შვილები დადიან იქ და ყველა კონსერვატორები არიან, თამადები არიან, სტუმარი, მასპინძელი სუფრა და ეგეთი ხალხია. თავის საძმაკაცოსთან ერთად დადიან. სრულიად სტუდენტობა დადის. კონსტიტუციაში რაც გიწერიათ, იმის წინააღმდეგ თავად მიდიხართ და ახალგაზრდებს რას ერჩით? ან სპორტსმენებთან და ხელოვანებთან რა გინდათ? საერთოდ სად მიდიხართ? რა შარში გაყვეს თავი, საერთოდ რა უნდოდათ? ვინმემ ამიხსნას ამ კანონის ისევ უკან შემოტანა რაში სჭირდებოდათ, რატომ აიტკივეს აუტკივარი თავი?“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.