არ ჰგავს რეალობას ის მოსაზრება, თითქოს პრეზიდენტი და "ოცნება" ერთ თამაშს თამაშობენ... ზურაბიშვილს არ უნდა, რომ ქვეყანა ევროპულ სივრცეს მოშორდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა ზვიად ძიძიგურმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
"ის მოსაზრებები, რომ სალომე ზურაბიშვილი და "ქართული ოცნება" ერთ თამაშს თამაშობენ და ეს ერთი მედლის ორი მხარეა, რეალობას არ გავს. თუ ვნახავთ რა მწარე რეაქცია აქვთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, რაც თამაშს არ ჰგავს. ჩემი მოსაზრება რაც არის, არის ის, რომ ზურაბიშვილი მაინც დიპლომატიური გამოცდილების მქონე ქალბატონია, მან საფრანგეთის დიპლომატიური სკოლა გაიარა და მას რა თქმა უნდა, არ უნდა, რომ ევროპის სივრცეს მოშორდეს და წავიდეს იმ მიმართულებით, როგორც დღევანდელი მართველი პარტია ექაჩება საქართველოს. მას უნდა დისტანცირება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. სალომე ზურაბიშვილმა ბოლო პერიოდში რა განცხადებებიც გააკეთა, განსაკუთრებით კი უკრაინასთან მიმართებით, ეს ერთგვარი მაშველი რგოლივით იყო ქვეყნისთვის. ხელისუფლებაზე არ ვლაპარაკობ," - თქვა ზვიად ძიძიგურმა.