ქალბატონო ელჩო, დღეს საქართველოში მედიაგარემო იმდენად თავისუფალია, რომ ხშირად ეს თავისუფლება თავხედობაშიც გადასდით რიგ „მედიებს“, -წერს ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე ელჩი კელი დეგნანის განცხადების შესახებ, სადაც ის საქართველოში მედიაგარემოს დავიწროებაზე საუბრობს.

ექსპერტი პასუხს ითხოვს ელჩისგან, სად დავიწროვდა მედია გარემო

ქალბატონო ელჩო, დღეს საქართველოში მედიაგარემო იმდენად თავისუფალია, რომ ხშირად ეს თავისუფლება თავხედობაშიც გადასდით რიგმედიებს“, აბრალებენ ყველას ყველაფერს და ყველას ყველაფრის უფლება აქვს

ამხელა დიპლომატმა ქალმა სიტყვები ასე ჰაერზე არ უნდა წამოისროლოთ

კეთილი ინებეთ და მიგვითითეთ, სადდავიწროვდამედია გარემო?” - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის,  საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ  "მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისთვის, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, როცა ვხედავთ, რომ მედიასივრცე ვიწროვდება. შესაბამისად, დამოუკიდებელი, თავისუფალი მედიის არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა ზუსტ ინფორმაციაზე და არ იყოს მხოლოდ ერთი მიმართულებით წარმოდგენილი. ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ აქცენტს სიცოცხლისუნარიან, ძლიერ მედიაზე, რადგან ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიის შენების პროცესში"

ასევე, კელი დეგნანის თქმით, უმჯობესია, ერთმანეთთან დაპირისპირების ნაცვლად, გაკეთდეს საქმე - შესრულდეს 12 რეკომენდაცია