ხელისუფლებას უფრო მეტად გაავებული პოლიციელები სჭირდება, რომ აქციებზე კიდევ უფრო უხეშად მოიქცნენ - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„იგონებენ ეგეთ სისულეებს, თითქოს მე პოლიციელებს ძაღლები დავუძახე. ვერავინ ვერ დადებს ჩემს ჩანაწერს, სადაც პოლიციელს აგდებულად მოვიხსენიებ. მიტინგებზეც კი, სადაც პოლიციელებს რაღაცებს ეძახიან, მე არასოდეს შეურაცხყოფას არ ვაყენებ მათ, სულ ვესაუბრები, ვუხსნი ხოლმე, რაზეც დამცინიან აქეთ, მათ შორის ჩემი მხარდამჭერებიც. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დემონსტრაციები, თუ ქუჩაში პროტესტები იქნება, უფრო მეტად გაბრაზებული, უფრო მეტად გაავებული პოლიციელები სჭირდებათ. ეს ტენდენცია ისედაც ჩანს, ყოველ შემდეგ ჯერზე პოლიცია გაცილებით უფრო უხეშად იქცევა, ვიდრე მანამდე და შედარებაც არ არის. ეტყობა საკმარის ბრაზს ვერ ხედავენ და ცდილობენ კიდევ უფრო გააბრაზონ და იგონებენ ეგეთ სისულეებს, რომ შემდეგ ჯერზე დემონსტრაციის დროს თუ რაღაცა იქნება, კიდევ უფრო უხეშად მომექცნენ და ის ცემა არ მაკმარონ, ვიდრე მარტის დასაწყისში“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.