საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათი“.

კამპანია მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის მიერ ელექტროენერგიის გამოყენებაზე ერთი საათით უარის თქმას გულისხმობს და მას საქართველო ყოველწლიურად უერთდება.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.