დაახლოებით ერთი საათი დავყავით იმ ეზოში, უბრალოდ ჩუმად ვიდექით, იმიტომ რომ ლაპარაკზე გვცემდნენ - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
 

„ჩვენ დაკავებული არ ვიყავით, ჩვენ ვიყავით გატაცებული და ნაცემი, ანგარიში გაგვისწორეს. ამის შემდეგ ჩვენ დაახლოებით ერთი საათი დავყავით იმ ეზოში, უბრალოდ ჩუმად ვიდექით, იმიტომ რომ ლაპარაკზე გვცემდნენ და ველოდებოდით როგორ გეგმავდნენ რუსთაველის გაწმენდის ოპერაციას ჩვენ თვალწინ. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მოვიდნენ ე.წ კრიმპოლის თანამშრომლები... გადაგვიყვანეს ე.წ სამმართველოში“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

"არა რუსულ კანონს!" საპროტესტო აქციაზე დაკავებული "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი, რომლებიც ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.