რასაც ახლა ხედავთ ე.წ. პარლამენტში, ეგაა რუსეთი  ქართული გვარებით - ასე ეხმაურება პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე  ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას, რომელიც პარლამენტში ცხარე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

"რასაც ახლა ხედავთ ე.წ. პარლამენტში, ეგაა რუსეთი ქართული გვარებით. ყოველთვის ასე იყო ბოლო 2 საუკუნეა ამ კანონს თუ მიიღებენ, კიდევ უფრო გაიდგამს ფესვებს და უკან გამოძრომა კიდევ უფრო ძვირი დაგვიჯდება ბეეევრად ძვირი გადადეთ გვერდით ყველა კაპრიზი, თუნდაც ლეგიტიმური და გადით რუსთაველზე ახლა არავინ თქვენს გარდა ამის გამჩერებელი არაა" - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.