"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ "ქართული ოცნების" მხარდამჭერ შეკრებაზე გაჟღერებულ პოზიციებს, სოციალურ ქსელში პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეხმაურება:
"ყველა წარსული პრობლემა შეტენა დასავლეთს
- დღესაც მთავარ საფრთხედ დასავლეთი დასახა
- დასავლეთს დაემუქრა შევარდნაძის დროინდელ საქართველოში ან იანუკოვიჩის უკრაინაში არ შეგეშალოთო
- არანაირი მართლმსაჯულების ან რაიმე სხვა რეფორმაო
- არჩევნების შემდეგ რეპრესიები დაანონსა
- ბოლოში იდიოტებს მორიგი ოცნება გადმოუგდო ევროკავშირში გაწევრიანების სახით
- არა რა რუსეთი, რა შუაშია რუსეთი" - წერს ზურაბ ჯაფარიძე.