ზელენსკის მიმართვა სააკაშვილის გათავისუფლებაზე არის მიშისტების ბოლო ან ბოლოსწინა "გასროლა."
ბაიდენიღა დარჩათ ...რეზერვში
ისე, ზელენსკის განსასჯელი არაა საქართველოს რა შეეფერება და რა არა, სჯობს ეს შეფასება საკუთარ ქვეყანას მიუყენოს. - ამის შესახებ პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. 

"აქ რომ კონტეინერით გვიგზავნიდა მის ხელქვეითს და მისი ქვეყნის მოქალაქეს აქაური ხელისუფლების დასამხობად, ეს შეეფერება უკრაინას?" - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს (ვიდეო)