ბოლო დროს, უცხოური ტერმინი "დიფ სთეითი" (Deep State) იმდენად ფართოდ შემოვიდა ჩვენს პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში, თან სხვადასხვა დატვირთვით, რომ ჩემი აზრით, უბრალოდ აუცილებელია ხალხს მეტი ახსნა-განმარტება მიეწოდოს, რადგანაც მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობამ არ იცის ეს რა არის. - ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. 

"რომ ჩავატაროთ ბლიც გამოკითხვა ქუჩაში შემთხვევით შერჩეულ 20 სხვადასხვა თაობის მოქალაქესთან, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მათ უმრავლესობას ან საერთოდ არ ეცოდინება, რა არის "deep state" ან არასწორი წარმოდგენა ექნებათ მასზე. ამიტომაც, "deep state" შესახებ ფართო აუდიტორიასთან საუბარი, განმარტების გარეშე, მოიტანს მხოლოდ იმას, რომ აუდიტორია მას ერთ ყურში შეუშვებს და მეორედან გამოუშვებს.
იქნებ აჯობებს, რომ "დიფ სთეითს" ვუწოდოთ "სახელმწიფო სახელმწიფოში" რაც ის არის რეალურად, რომ მოქალაქემ გაიგოს თუ ვინ ვინ არის" - წერს ზაალ ანჯაფარიძე "ფეისბუკში"