"შუა აზიის როლი ევროპასთან დაკავშირებადობის გეოსტრატეგიულ კონტექსტში იზრდება, ისე როგორც საქართველოს - ზე-სტრატეგიული მნიშვნელობის "შუა დერეფნის" საკვანძო რგოლის", - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლების ანაკლიაში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პორტის მიმართ ინვესტორების ინტერესი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

"შესაბამისად, ანაკლიის პორტით ნებისმიერი პოტენციური ინვესტორის დაინტერესება (რაც არ უნდა იკნავლონ კოლექტიურმა ჯო უილსონებმა!) ჩვენთვის არის სასარგებლო და პერსპექტიული", - წერს ზაალ ანჯაფარიძე.