"გაგიჟდნენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ ამდენით ხმა მიიღო სხვა კანდიდატებთან შედარებით და ჩართეს გეგმა "ბ",- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება მეუფე ზენონის გუშინდელ საჯარო განცხადებებს მეუფე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიოსთან დაკავშირებით.
"უკვე სავსებით ნათელი ხდება, რომ ვინმე მეუფე ზენონმა საბოლოოდ და მყარად იკისრა იმ ამრევის ფუნქცია, რომელმაც უნდა მოახდინოს, როგორც გეგმის ავტორებს აქვთ ჩაფიქრებული, მართლმადიდებელი ეკლესიის გახლეჩვა და ახალი პატრიარქის არჩევის დისკრედიტაცია.
გაგიჟდნენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ ამდენით მეტი ხმა მიიღო სხვა კანდიდატებთან შედარებით და ჩართეს გეგმა "ბ" - სინოდის სხდომის ხელახალი მოწვევა.
და ამის ინიციატორად გამოვიდა "მეუფე" ზენონი.
იმ შეურაცხყოფების მერე რაც მან ამ ბოლო დღეებში პატრიარქის თანამოსაყდრეს მიაყენა, რთული იქნება მათი ურთიერთობები. ზენონი ამაზე არ გაჩერდება. ჩემთვის სრულიად აშკარაა, რომ ის ვიღაცის დავალებებს ასრულებს. თუ ვისი, ესეც გაირკვევა"- წერს ზაალ ანჯაფარიძე.
მეუფე შიო საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად, - ამის შესახებ მეუფე ზენონმა ინგა გრიგოლიას “რეაქციაში“ განაცხადა.
სასულიერო პირის თქმით, მას შემდეგ, რაც შიო პატრიარქის ქორეპისკოპოსად დაინიშნა, გამჩონდა, რომ არის უსამართლო და სამართლიანი მსჯავრი არ აქვს.
როდესაც პატრიარქის ქორეპისკოპოსად დანიშნეს, ეს მოხდა მეუფე დიმიტრის, პატრიარქის ძმისშვილის აქტივობით. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ამ ადამიანმა დამანახა, რომ არის უსამართლო, მსჯავრი არ აქვს მას სამართლიანი უამრავ რაღაცაში. მე არ ვაპირებდი ამ საკითხებზე საუბარს, მაგრამ რომ ვიაზრებ, რა ინფორმაციებიც მომდის, რომ ტროლ-ბოტებს, რომ ამზადებენ კანდიდატების წინააღმდეგ და თანხებს ურიცხავენ ამთ შეფებს, როგორ გააშავონ ეს კანდიდატები. რჩევებს ვინც იძლევა საპატრიარქოში, რა სვლებისკენ უბიძგებენ.
2002 წელს, უწმინდესი მეძახის, შორენ მირეკავს, უწმინდესი გეძახისო, ჩამოვედი, შევხედე შორენას, რაღაც ისე ვერ არის, რა ხდება-მეთქი. შედი და გეტყვის უწმინდესიო. შევედი, მეუფე დანიელი, მეუფე დავითი ალავერდელი, რამდენიმე სასულიერო პირი... უწმინდესი მეუბნება, წაიკითხე ეს წერილიო - შევარდნაძის წერილი, ძალიან დიდი მოცულობის, სადაც პატრიარქს ელაპარაკებოდა პრობლემებზე. შევარდნაძე აწერს ამას ხელს, მაგრამ სხვა აკეთებს ამას, როგორც გახდა ცნობილი - პეტრე მამრაძე და ბასილ კობახიძე. ეუბნება პრეზიდენტი, რომ ზენონი დანიშნე შენს ქორეპისკოპოსად. ეს როგორ შეიძლება და მეუფე შიო. მეუფე შიოს საერთოდ არ იცნობს ედუარდ შევარდნაძე. კარგი, ჩემზე რომ თქვა, მიცნო და შეიძლება, ეჭვი მიიტანა, მეუფე შიოს საერთოდ არ იცნობს. ნუ, მე ვიყავი ფარი იმ პროცესებში. ის წერილი ძალიან ფართომასშტაბიანი იყო, ეს იყო მცდელობა მღვდელმთავრებს შორის განხეთქილების...
ანუ მეუფე შიო არანაირი აქტიური სახე არ იყო. ის შემოვიდა უკვე ციანიდის ამბებიდან აქტიურად... ერთად შემოვედით ამ ეპისკოპატში. არ იჩენდა აქტივობებს და ზოგჯერ არიდებდა თავს, იცით, როგორი ადამიანია, როგორც მღვდელი ისე ატარებდა წირვას...მოდით რა, გაბედონ და გაგვაგებინონ ბოლომდე, რისი თქმა უნდათ [ციანიდის საქმეზე[, მთავრობა რატომ იბარებდა მღვდელმთავრებს ცალ-ცალკე, მოდით, თვითონ ილაპარაკონ რა. პირდაპირ მოთხოვნა [იყო], რომ ეს უნდა იყოს, მეუფე შიო პატრიარქი.., - თქვა მეუფემ.
სასულიერო პირის თქმით, მთავრობა მღვდელმთავრებს ცალ-ცალკე იბარებდა, რომ მეუფე შიო ყოფილიყო პატრიარქი.








