"დიახ, სწორედ მისი ლიდერობის დაკნინებამ გაამძვინვარა მიშა იმდენად, რომ მწარედ იკბინება და მზადაა ძლივს შეკოწიწებული ალიანსიც კი დაშალოს." - ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხთა ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქზელში წერს.

"რატომ დაუპირისპირდა, თანაც საჯაროდ, სააკაშვილი ნაცმოძის და მისი განაყოფების ალიანსს, რომლის შექმნაშიც, როგორც ისინი ამბობენ თავადაც ყოფილა ჩართული?. ის ბრანწი რაც ფეისბუქში გადმოაფრქვია ხომ შეეძლო დახურულ რეჟიმშიც ეთქვა? რაც გაცილებით ადექვატური იქნებოდა, თუკი რეალურად პარტნიორობისთვის იყო განწყობილი.

ჩემი აზრით, სააკაშვილმა იგრძნო, რომ ალიანსში მას ლიდერად აღარ განიხილავდნენ და შემდგომში მის გარეშე აპირებდნენ კამპანიის წარმართვას. მას არ უნდა გაიგოს და ვერ ეგუება, რომ "მიშიზმით" ოპერირება იმდენად ტოქსიკური გახდა, რომ ფაქტიურად მარცხისთვის წირავს ნებისმიერ პოლიტიკურ წამოწყებას.

ეხლა კი წარმოიდგინეთ, ალიანსი იწყებს მოქმედებას, მიდის ხალხთან, აწყობს აქციებს და იქ არსად იხსენება მიშა. სააკაშვილს ახსენებენ მხოლოდ როგორც პოლიტპატიმარს და ამით იწურება მისი ფუნქციაც. მიშა აღარ იქნებოდა ის სიმბოლო, რომელზეც აიგებოდა პროტესტი. ალიანსს სურს ხალხთან ახალი იპოსტასით წარდგეს 

ბუნებრივია, სააკაშვილი ასეთ მოცემულობას ვერ შეეგუებოდა. მას ეტყობა ჯერ კიდევ აქვს აკვიატებული იმედი, რომ მოხდება ციხიდან მისი გამოყვანა მორიგი რევოლუციის შედეგად, და ის კვლავ გახდება ლიდერი. დიახ, სწორედ მისი ლიდერობის დაკნინებამ გაამძვინვარა მიშა იმდენად, რომ მწარედ იკბინება და მზადაა ძლივს შეკოწიწებული ალიანსიც კი დაშალოს."- წერს ზაალ ანჯაფარიძე.