გახლეჩის პროცესები ინტენსიურად მიმდინარეობს და ბოკერია-სააკაშვილის დაპირისპირებაც ახალი არ არის. უბრალოდ, „ევროპულმა საქართველომ“ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც არ გაემიჯნა წარსულს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გახლეჩის პროცესები ინტენსიურად მიმდინარეობს და ბოკერია-სააკაშვილის დაპირისპირებაც ახალი არ არის. უბრალოდ, „ევროპულმა საქართველომ“ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც არ გაემიჯნა, თუნდაც იმ წარსულს და დღევანდელობაში იმ წარსულიდან გადმოყოლილ უშველებელ პრობლემებს, თავის თავზე აიღო ბევრი რამ და არ ჩამოყალიბდა გარკვეულ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც თავისი საკუთარი ხედვა გააჩნია. ამ ეტაპზე დარჩნენ ურთიერთ ბრალდებების დონეზე. სააკაშვილი მას აბრალებს, რომ დასცილდა ქართულ, ტრადიციულ, ეროვნულ ფასეულობებს და ეს ყველაფერი, თურმე ბოკერიას ბრალია, სისასტიკე და სადიზმი - ვანო მერაბიშვილის. მისი ბრალი არაფერია და ამ ძიძგილაობაში ატარებენ დროს“, - განაცხადა ვოლსკიმ.