ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საინფორმაციო სააგენტოები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ევროპის საბჭომ გამოთქვა მზადყოფნა შექმნას სპეციალური ტრიბუნალი მისი ქოლგის ქვეშ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გენერალურ მდივანს დაავალა მოამზადოს დოკუმენტები უკრაინასა და ევროსაბჭოს შორის შეთანხმების დადების შესახებ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯი ტრიბუნალის შექმნისკენ, - წერს სოციალურ ქსელ ტვიტერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ანდრეი სიბიგას მიერ ფეისბუქში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშ უკრაინაში რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ევროპის საბჭოს წევრი 46 სახელმწიფოდან მხარი 40-მა დაუჭირა. წინააღმდეგი უნგრეთი და თურქეთი იყო, სერბეთმა თავის შეიკავა, ანდორას, აზერბაიჯანს და სომხეთს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.