„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ მუდმივი საუბარი, თუ ვინ უნდა წავიდეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, მიზანშეუწონელია და ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს.

ამასთან, როგორც დეპუტატი „აიპრესთან“ საუბარში აცხადებს, ორი უმაღლესი პირის ამგვარ ღონისძიებაზე დასწრება მიზანშეუწონელია. ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ინსტიტუტებს ამ ინსტიტუტების წარმომადგენლები პატივს არ სცემენ და არც კომუნიკაცია აქვთ ერთმანეთთან.

„ხანგრძლივი საუბარი რამდენად მისაღებია და მიზაშენწონილი, საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ყელში ამოუვიდა მგონი ყველას, იმიტომ რომ უნდა დასრულდეს ეს ერთხელ და სამუდამოდ. სატირალი რომ არ იყოს, სასაცილოა უკვე ამგვარი ვითარება.
ისე უნდა მოხდეს მოალაპარაკება ამ საკითხის ირგვლივ, რომ აჟიოტაჟი არ ატყდეს იმაზე, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას, მით უმეტეს, როცა საუბარია ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, როგორიც არის გაეროს გენერალური ასამბლეა. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხის გარშემო ესეთი ცინიკური გარემოს შექმნას თუ დაასრულებს ხელისუფლება, მე ვფიქრობ იქნებოდა ძალიან კარგი. გაერკვნენ და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვან ამას.

ამაზე საუბარი რომ დაიწყო და ამხელა აჟიოტაჟი რომ ატყდა ტელევიზიაში, პრესაში, სადაც არ გავიხედავთ, პირველი თემა ეს არის, უკვე ბუნებრივია მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე. უცხოელი პარტნიორები საკმაოდ ადეკვატურად აფასებენ ამას , მე არ მგონია, რომ ეს მოქმედებდეს დადებითად.

აუცილებელია, ინსტიტუტებისადმი პატივიცემა და კომუნიკაციის არსებობა ამ ინსტიტუტებს შორის, ეს როდესაც მოგვარდება ამ ქვეყანაში, მაშინ ბუნებრივია, ამგვარი კითხვებიც კი არ დაიბადება. ჩვენი ქვეყანა ინსტიტუციონალურად არც პატივცემულია სამწუხაროდ ამ ინსტიტუტების წარმომადგენლების მიერ და არ არის მოწყობილი ინსტიტუციონალურად, რაც არის, ძალიან ცუდი და დამანგრეველი თუ არა, ყოველშემთხვევაში ძალიან დიდ დარტყმას აყენებს ესეთ ინსტიტუტებს.

საერთოდ ორი უმაღლესი პირის ამგვარ ღონისძიებაზე დასწრება ერთად, როგორც წესი, მიზანშეუწონელია, მე სხვა ქვეყანა არ ვიცი, რომ მიდოდეს პრემიერიც და პრეზიდენტიც. უნდა წავიდეს ან ერთი ან მეორე. ერთი მხრივ პრემიერი მეთაურობს მთავრობას და პასუხისმგებოლობა მის კისერზეა ახალი კონსტიტუციით და გასაგებია ეს, თუმცა მეორეს მხრივ, გათვალისწინებულია მონაწილეობა ამგვარ ფორუმებში უმაღლესი მთავარსარდლის, რომელმაც უნდა ისაუბროს ქვეყნის დამოუყკიდებლობაზე, ოკუპაციაზე , მიიღოს მონაწილეობა ქალთა ღონისძიებაზე , რომელზეც ქალბატონმა გრიბაუსკაიტემ მიიწვია. რა დაგვემართა და რა ვერ გამოვასწორეთ ამ ხნის განმავლობაში ვერ გავიგე. სირცხვილია უბრალოდ, ერთხელ და სამუდამოდ თუ კი დაუსვამენ წერტილს იქნებოდა ძალიან კარგი ქვეყნისთვის პირველ რიგში",-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. 

ცნობისათვის, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერი და პრეზიდენტი მიემგზავრებიან. საქართველოს დელეგაციას პრემიერმინისტრი უხელმძღვანელებს.