დღესდღეობით, რაც ჩანს,  მსოფლიოს არც ხილულმა და არც იატაკქვეშეთში მყოფმა მმართველებმა ჯერ არ იციან, დედამიწაზე ხვალ და ზეგ რა მოხდება. - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს:

"დიდი კამათი იყო ხოლმე, რუსეთი ერთია თუ ორი. 
საბოლოოდ თუ არა, ჯერჯერობით მაინც, ის აზრი დომინირებს, რომ რუსეთი ერთია.

სამაგიეროდ, ისეთი პირი უჩანს, რომ ამერიკა ხდება ორი და მათ შორის ნაპრალი ღრმავდება. ორივე ძლიერია და ორივე მთელ მსოფლიოში იკრებს მომხრეებს.

ამერიკა თუ საბოლოოდ გაორდება, ევროპაშიც გაღრმავდება შიდა რყევები ქვეყნებს შიგნითაც და ქვეყნებს შორისაც.

დედამიწა დაპატარავდა და ჩინეთიც ძალიან მოგვიახლოვდა.

რთული და არაერთგვაროვანი მდგომარეობაა ჩვენს ახლო და შორიახლო სამეზობლოში.

დღესდღეობით, რაც ჩანს,  მსოფლიოს არც ხილულმა და არც იატაკქვეშეთში მყოფმა მმართველებმა ჯერ არ იციან, დედამიწაზე ხვალ და ზეგ რა მოხდება.

ამ ვითარებაში რაიმე კატაკლიზმაში ან ხიფათში თუ გავეხვიეთ, დიდი ალბათობით, არავინ მოიცლის ჩვენს საშველად და დასახმარებლად, ამიტომ დღეს საქართველოს სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტად რჩება მაქსიმალური სიფრთხილე უსაფრთხოებისთვის."