"პროექტი და სანქცია მაგრად მიიკარით, არ დაგეკარგოთ" - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე ხუთი პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატების მიერ წარდგენილი რეზოლუციების პროექტების საფუძველზე გაერთიანებულ დასკვნას ეხმაურება, რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"გავა დრო (ძალიან, ძალიან ცოტა!) და ამ პროექტის შამქმნელ-მამწონებლები (აქაურებიცა და ევროპელებიცა) ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდებით!

 არ გემუქრებით, უბრალოდ ამბავს გიყვებით!

 ჩაირთო წამზომი!

გამოხატვის თავისუფლებითაც ვისარგებლებდი, მაგრამ ზარატუსტრა არ მაძლევს ამის ნებას!

 პუ.სუ. პროექტი და სანქცია მაგრად მიიკარით, არ დაგეკარგოთ" - წერს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: "საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ" - ევროპარლამენტის ვებგვერდზე რეზოლუციის პროექტი გამოქვეყნდა

პროექტი ხუთი პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატების მიერ წარდგენილი რეზოლუციების პროექტებს აერთიანებს და ხვალ უყრიან კენჭს.