"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს განაგრძობს. ამ წუთებში შეხვედრა ბორჯომში მიმდინარეობს. "ქართული ოცნების" ახალგაზრდა ლიდერები სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებს ხვდებიან. მიზანი ახალგაზრდებთან მეტი კომუნიკაცია და ქვეყნის განვითარების პროცესში მათი აქტიური ჩართულობაა.
კონფერენციაზე კითხვა დაისვა ბოლო დროს მიღებული კანონების შესახებ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს კანონები ძალიან მკაცრია? - იკითხა კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რის პასუხადაც, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა:
"ძალიან ბევრი აჟიოტაჟი გამოიწვია... ამ კანონებთან მიმართებაში, ბევრი ადამიანი ვერ ხვდება ზუსტად, რატომ არის ეს კანონები მიღებული და რისკენ არის მიმართული. პირველ რიგში, ისინი მიღებულია ჩვენი ქვეყნისა და თითეული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის".




