"ვივამედში" ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ადვოკატს, ვალერი გელბახიანს  უთხრეს,  რომ პაციენტი სუსტადაა, თავს შეუძლოდ გრძნობს და მას ვერ მიიღებს.

ჯერ ჰქონდა სამედიცინო პროცედურები, მერე ცუდად გახდა და შემომითვალა, რომ დღეს არ შედგებოდა ჩვენი შეხვედრა. 2 საათი უნდა დაესვენა, ამიტომაც შევეცდებით სხვა ადვოკატების მეშვეობით გამოვიტანოთ ინფორმაცია. ადრეც იყო სამი შემთხვევა, როდეაც ველოდებოდი, ცუდად გახდა და ვერ შევედი“ - განაცხადა ჟურნალისტებთან ვალერი გელბახიანმა.