საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი , ვახტანგ გომელაური დღეს პარლამენტში, ოთხი კომიტეტის წინაშე წარსდა და უწყების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
საკომიტეტოს მოსმენის დასრულების შემდეგ გომელაურმა მედიის კითხვებს უპასუხა: ერთ-ერთი კითხვა 2008 წელს აგვისტომ ომს ეხებოდა.
ჟურნალისტის კითხვას, "2008 წელს ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა?" ვახტან გომელაურმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, ასე ვფიქრობ, დეტალებში არ შევალ. სწორი პოლიტიკით იქნებოდა ეს ყველაფერი. რაც ჩვენმა გუნდმა გააკეთა, იმავეს გააკეთებდა".