დღეს, მიხეილ სააკაშვილის თემა საკმაოდ აქტიურად განიხილებოდა უკრაინულ მედიაში. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ კი უკრაინის დროშა აღმოჩნდა, რომელიც მას სამკერდე ნიშნად ჰქონდა დამაგრებული.
strana.ua-ს და სხვა უკრაინული მედიის განცხადებით, ამოყირავებული დროშა ვიცეპრეიერობის კანდიდატის მხრიდან, მინიმუმ,  ლამაზი ჟესტი არ იყო.
დღეს, მიხეილ სააკაშვილის უმაღლეს რადაში მისვლასთან დაკავშირებით გამოხმაურებებში უკრაინის საინფორმაციო სააგენტოებმა აღნიშნეს, რომ მას უკრაინის სახელმწიფო სიმბოლოს - უკრაინის დროშის გამოსახულებიანი სამკერდე ნიშანი, უკუღმა ჰქონდა დამაგრებული და დაწერეს, რომ რადაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელინსკის  პარტია  "ხალხის მსახურის" დეპუტატებთან შესახვედრად მისულმა ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა თავი შეირცხვინა.
 
ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს სამკერდე ნიშანი უკუღმა აქვს დამაგრებული, მეოთხე არხის ფეისბუქ-გვერდზეა გამოქვეყნებული. https://www.facebook.com/4newskyiv/videos/220566805877378/