ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკავაძის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
უგულავას თქმით, 51 დეპუტატმა უკვე მიმართა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ამრიგად საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩამოყალიბებულია, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და მისი ლეგიტიმაცია მორღვეულია როგორც ოპოზიციური, ისე ქართული ოცნების ამომრჩევლისაგან, მას შემდეგ, რაც „გაურკვეველი მიზეზებით სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი“. „51 დეპუტატმა უკვე მოგმართათ დეკემბრის ბოლოს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ასე, რომ უდიდესი უმრავლესობა ქართული ოპოზიციის, ისევე როგორც მთლიანად საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩამოყალიბებულია იმაზე, რომ ეს არის ერთპარტიული, მიტაცებული პარლამენტი, ძალაუფლება მიტაცებულია, პარლამენტი არალეგიტიმურია და მისი ლეგიტიმაცია მორღვეულია ოპოზიციის ფლანგიდან და ოპოზიციური ამომრჩევლიდან, ისევე როგორც მორღვეულია უკვე ქართული ოცნების ამომრჩევლისგან, მას შემდეგ რაც გაურკვეველი მიზეზებით სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა მათი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებზე, როდის შეიძლება ჩაინიშნოს, როდის შეიძლება იყოს ქვეყნისთვის ოპტიმალური, ეს რა თქმა უნდა უნდა იყოს საუბრის თემა, მეორე საუბრის თემა არის პოლიტპატიმრები, პოლიტპატიმრების პირობებში არჩევნების ჩატარება ყოველთვის იქნება სათუო და კითხვის ნიშნების შემცველი, მესამე - საარჩევნო რეფორმა, რომელზეც როგორც ჩვენ მოვისმინეთ ნაწილობრივ მაინც ქართული ოცნება, ჩვენს გარეშეც ვალდებულია გააკეთოს, ამიტომ ნურავინ ამ ვალდებულებას მათ მიღწევად ნუ წარმოაჩენს. ეს არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ მზად ვართ მათ ვესაუბროთ, ექნებათ სურვილი ვისაუბრებთ, არ ექნებათ სურვილი და მათი ქმედებაა დარჩენილი, შეუძლია შეწყვიტონ უფლებამოსილება და ოფიციალურად გააფორმონ ერთპარტიული პარლამენტი და შესაბამისად, ორი ალუბალივით ედებათ ინჯია და ელისაშვილი. ცნობისთვის, არჩილ თალაკავაძის თქმით, "რჩება ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკუთარ გადაწვეტილებებს და მოლაპარაკებების პირობებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ“.