ყველაფერი დადებული მაქვს იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება ახლა შევცვალო. მე სტატუს-კვოს შეცვლა მინდა ძალიან. არიან პარტიები, რომლებსაც სტატუს-კვოს ცვლილება ძალიან არ უნდათ,- ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„რეზინის ტყვია მესროლეს, ქუჩაში მხვდებიან, დამსდევენ, რომ მცემონ, ასეთ ვითარებაში ვიმყოფები და არა ახლა, ბიძინას გაშვებას ხელს არ მოვაწერ, იმიტომ რომ ასე მგონია სწორი, ამას ხომ არ ვიზამ. ყველაფერი დადებული მაქვს იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება ახლა შევცვალო. მე სტატუს-კვოს შეცვლა მინდა ძალიან. არიან პარტიები, რომლებსაც სტატუს-კვოს ცვლილება ძალიან არ უნდათ და მე მაგ პარტიის ნაწილი არ ვარ. მაგალითად, ერთი კვირის წინ მქონდა იაგო ხვიჩიასთან ამაზე დებატი და იაგო ხვიჩია ამბობდა, რომ თუ პრემიერ-მინისტრად დანიშნავენ, „ქართულ ოცნებას“ შეუკრავს კოალიციას. მე მაგალითად, ვამბობ - არა. ჩემი ცხოვრების მიზნად დავისახე, რომ ყველა 84-ვე დეპუტატს საფლავის ქვამდე ჩავყვე და ყოველ დღე შევახსენო, რომ მოღალატე იყო“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.