ნიკაც უფრო მეტად მემარჯვენე ფიქრის ადამიანია, მეტად ავტონომიურია და საუბრების დროს ძალიან დავაახლოვეთ ჩვენი იდეები,- ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ „ფორმულასთან“ განაცხადა.
„ვსაუბრობთ [ნიკა გვარამიასთან], უფრო მეტად ახლოვდება ჩვენი პოზიციები ერთმანეთთან. ნიკა გვარამიამაც ახსენა რამდენიმე ეთერში, რომ მას ელენე ხოშტარიასთან და ზურა ჯაფარიძესთან ერთად წარმოუდგენია საქმის კეთება.
მთავარი რაც არის, ახლა რაც გვაახლოებს ყველაზე მეტად, ეს არის ამბიცია, რომ ამ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ... ნიკაც უფრო მეტად მემარჯვენე ფიქრის ადამიანია, მეტად ავტონომიურია და საუბრების დროს ძალიან დავაახლოვეთ ჩვენი იდეები... მოლაპარაკებები ამ წამსაც გრძელდება და როგორ დამთავრდება, რთული სათქმელია", - აღნიშნა კობერიძემ.
კითხვაზე, კიდევ ვისთან განიხილება პარტნიორობა, კობერიძე ამბობს:
„სხვასთან ჯერ ამ ტიპის გულწრფელი საუბრები არ გვქონია... ნიკასთან გვქონდა მეტად გულწრფელი საუბარი".