ხელოვნურ ინტელექტს რომ სთხოვო, ქოცი დახატე, ალბათ ფარცხალაძე აიწყობა,- ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
 

„ხელოვნურ ინტელექტს რომ სთხოვო ქოცი დახატე, ალბათ ფარცხალაძე აიწყობა. რადგან ეს არის ადამიანი, რომელიც არაფერს წარმოადგენდა და დიდი ძალაუფლება მიიღო, არაფერი ქონება არ ჰქონდა და მილიონერი გახდა, კვაზი-ძველი ბიჭია და ამ ყველაფრის გადასაფარად რელიგიას ეფარება და ეკლესია აიშენა. ეს ყველაფერი ჯამურად არის ქოცობა, რაც დღეს ხდება...“, აცხადებს კობერიძე.