მეორე მოსმენის აქცია იქნება ძალიან მასშტაბური და არ მგონია, კონკრეტულად რაიმე ტიპის ფორმატი ერქვას. ჩემი აზრით, მოვა ასი ათასზე მეტი მოქალაქე, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
„ინიციატივა უნდა მოდიოდეს აქ მყოფი ხალხისგან, ამიტომ მე თვითონ პოლიტიკოსმა ვთქვა, რაში უნდა დავეხმარო. არ იქნება ჩემგან სწორი, რომ რამე ჩემს ჭკუაზე იყოს. მათ გვერდით ვდგავარ სულ. მეორე მოსმენის აქცია იქნება ძალიან მასშტაბური და არ მგონია, კონკრეტულად რაიმე ტიპის ფორმატი ერქვას. ჩემი აზრით, მოვა ასი ათასზე მეტი მოქალაქე. ჩემი აზრით, აქცია არ უნდა გაიყოს. ერთი საკომუნიკაციო ველი უნდა იყოს. მთავარი აქცია იქნება მეორე მოსმენის აქცია, ამიტომაც არ მგონია, რომ ვინმე ვინმეს შეუერთდეს ყველა იქნება ერთად. ჯამში, ადამიანები რაოდენობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა“, – განაცხადა კობერიძემ.
მოძრაობების „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია იმართება