12 წლის წინათაც ხალხს არ სჯეროდა, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა. იმ ხელისუფლებამაც გახსნა მაშინ ახალი ოფისი, დიდი ხალხიც ჰყავდა და დიდი ძალაუფლებაც, მაგრამ მოუწიათ დამარცხებასთან შეგუება, - ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„არც უპირობო სიყვარულის მჯერა და არც უპირობო გამარჯვების, ეგეთი რამე არ არსებობს და არც ნიჰილიზმში გადავარდნა არ არის სწორი, რომ არაფერს აზრი არ აქვს. 12 წლის წინათაც ხალხს არ სჯეროდა, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა. იმ ხელისუფლებამაც გახსნა მაშინ ახალი ოფისი, დიდი ხალხიც ჰყავდა და ძაან დიდი ძალაუფლებაც, მაგრამ უი, მოუწიათ დამარცხებასთან შეგუება და პირველად მოხდა, რომ ხელისუფლება გადააბარა. ამათაც მოუწევთ, თუ ჩვენ იმდენად მეტნი ვიქნებით, უბრალოდ, შანსი არ ექნებათ და ცვლილება ცხადად მოხდება“, -  განაცხადა  ცოტნე კობერიძემ.