„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ამბობს, რომ ფედერალისტებს დაახლოებით 3000 შემომწირველი გვყავს.
„ქალბატონ აღაიას გადაეცით, რომ ის, რაც ახლა დაწერა, შესაძლოა, კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე მიუთითებდეს.))
თავის მართლების ნაცვლად, იქნებ აგვიხსნას, საიდან მოიტანა 48 ათას ლარზე მეტი საკუთარი ხუთკაციანი პარტიის დასაფინანსებლად?
პოსტი დადო და თავადვე აღიარა, რომ კანონს არღვევს?)
მესამე პირის მიერ შემოწირულობის განხორციელება დაუშვებელია — ამხელა აღაია ქალმა ეს კი უნდა იცოდეს!))
გული დამეწვა, თურმე ხალხი 2 ლარს სწირავს, ისეა აღფრთოვანებული ჩერგოს აღაიობით, და ასე უგროვდებათ 50 ათასი ლარი!)))
ამასობაში, მეგრელებს გთხოვთ, კომენტარებში თარგმნოთ სიტყვა „აღაია“ — დანარჩენი საქართველოსთვის. თორემ შევწუხდი ცალ-ცალკე თარგმნით!))“, - წერს ანა წითლიძე.








