ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერობის არჩევნებში კახა კალაძე 71.5 პროცენტით იმარჯვებს.
ცესკო-ს ინფორმაციით, დედაქალაქში დათვლილია 584-დან 572 უბანი, რაც საერთო უბნების 97.94 პროცენტს შეადგენს.
ცესკო-ს მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
კახა კალაძე – 71.55%, 210 280 ხმა.
ირაკლი კუპრაძე – 12.45%, 36 612 ხმა.
იაგო ხვიჩია – 7.52%, 22 122 ხმა.
ზურაბ მახარაძე – 4.12%, 12 110 ხმა.
თბილისის მერობის არჩევნებში მერობის ცხრა კანდიდატი იყო რეგისტრირებული.