რას არ აბრალებდნენ ჩემს ძმას, ფულის გაფლანგვა-გათეთრებას, ყველაზე დიდი პატრიარქის მოწამვლას თავდაპირველად, შემდეგ შორენა თეთრუაშვილის, ციანიდის შეძენა-არ შეძენას - ამ ყველა კითხვას ეტაპობრივად პასუხი გაეცემა - ამის შესახებ  დეკანოზ გიორგი მამალაძის  ძმამ თორნიკე მამალაძემ "რეაქციაში" განაცხადა. 

"პირველი ნაბიჯები არის ის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს ჩემი ძმის. არსებობს სასამართლოს კადრები, თუ როგორ თავისუფლად გადაადგილდებოდა ჩემი ძმა, მაგრამ ამ მძიმე ბრალდებით, რაც შეთხზეს მის წინააღმდეგ, მორალურად ვერა, მაგრამ ფიზიკურად გატეხა, აქედან გამომდინარე, პირველი ნაბიჯი არის მისი მკურნალობა.


რაც შეეხება ბრძოლის დაანონსებას, ეს არ გვჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ ბრძოლა 7 წლის განმავლობაში არცერთი წამით არ შეგვიწყვეტია, ეს იქნებოდა შიდა თუ საერთაშორისო სასამართლოები, ეს იქნებოდა აქციები და ა.შ. არცერთი წამით არ გაგვიჩერებია ბრძოლა. პირველ რიგში, მას სურს, რომ თავის შვილებს დაუმტკიცოს თავისი სიმართლე. მას სურს, რომ საზოგადოებაში ამდენი პასუხგაუცემელი კითხვები დაგროვდა, რაც ხელოვნურად შექმნა სასამართლომ და პროკურატურამ, დასამალი მას არაფერი აქვს, ითხოვდა სასამართლოების გამჭვირვალედ ჩატარებას, მაგრამ დახურეს. ის პირველ რიგში ფეხზე უნდა დადგეს და დაამტკიცოს თავისი სიმართლე, რომ არავის მოკვლას არ აპირებდა. რა ფორმებით იქნება, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას.
მომავალ კვირაში, ორშაბათს-სამშაბათს, სავარაუდოდ, ჩემს პირად Facebook გვერდზე ჩემი ძმის წერილი გამოქვეყნდება. ჩვენ არავის ვემუქრებით, არავის ვეჯიბრებით, არავის წინააღმდეგ არ მივდივართ - ამ 7 წლის განმავლობაში ორი დიდი ინსტიტუტი, საპატრიარქო და ხელისუფლება ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ მოდიოდნენ და ჩვენ უბრალოდ ვიგერიებდით მათ თავდასხმებს, რას არ აბრალებდნენ ჩემს ძმას, ფულის გაფლანგვა-გათეთრებას, ყველაზე დიდი პატრიარქის მოწამვლას თავდაპირველად, შემდეგ შორენა თეთრუაშვილის, ციანიდის შეძენა-არ შეძენას - ამ ყველა კითხვას ეტაპობრივად პასუხი გაეცემა,“ - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.