100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ძმა პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე არ არის გათავისუფლებული. 7 წლის განმავლობაში ჩემი ძმისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვებას ცდილობდნენ, სანაცვლოდ იმწუთასვე გაათავისუფლებდნენ, - ამის შესახებ  თორნიკე მამალაძემ „ტვ პირველთან“ განაცხადა.

„ერთადერთი ინფორმაცია, რაც მაქვს, არის ის რომ ის ნამდვილად თავისუფალი არის. საპყრობილე დატოვა უკვე, მოემართება სახლისკენ, ქობულეთისკენ. სადღაც 2-3 საათის წუნ ჩემი ძმა თავად დამიკავშირდა საპყრობილიდან და მაცნობა გათავისუფლების შესახებ, მეტი დეტალები ჩემთვისაც უცნობი არის, რის საფუძველზე გაათავისუფლეს. დარწმუნებული ვარ, ეს პრეზიდენტის შეწყალება არ არის, ამაში 100 %-ით დარწმუნებული ვარ, მაგრამ რის საფუძველზე არის გათავისუფლებული უცნობი არის, ამის კითხვის საშუალებაც არ მქონდა, რადგან 7 წელი ველოდებოდით ამ დღეს და უპირველესად მნიშვნელოვანი იყო ის რომ უნდა გათავისუფლებულიყო.

არ ვიცი რის საფუძველზე მოხდა გათავისუფლება, ერთადერთი შემიძლია ის ვთქვა, რომ „უდოს“ კომისიაში გვქონდა განცხადება  გაგზავნილი წინა წლის ნოემბერში და უპრეცედენტო პასუხი მოგვივიდა, 3 თვიანი ვადა ითხოვა „უდოს“ კომისიამ და ეს სამი თვე უნდა გასულიყო 19 თებერვალს და დღეს უკვე მირეკავს ჩემი ძმა, რომ ის უკვე გათავისუფლებულია.

ამ 7 წლის განმავლობაში ჩემი ძმისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვებას ცდილობდნენ სანაცვლოდ იმწუთასვე გაათავისუფლებდნენ. 7 წელი კი არა 1 თვე არ მოუწევდა ჩემ ძმას საპყრობილეში ყოფნა. 
თუ 7 წელი მოითმინა და ამ 7 წლიდან 5 წელი პარალიზებული, ამ დარჩენილ ორ წელსაც შეძლებდა და ცუხეში გაატარებდა. აქედან გამომდინარე, არავისთან ვაჭრობაზე არ წავსულვართ“,- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

2022 წლის ნოემბერში, სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის განაჩენი კანონიერად მიიჩნია, თუმცა, სახელმწიფოს დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის 9 418 ლარის გადახდა დააკისრა

2020 წლის 17 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლილი მსხილაძის გადაწყვეტილებით "ციანიდის საქმეში" მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კვლავ პატიმრობაში რჩება.სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა ე.წ. გლდანის ციხეში დღეს გაიმართა. მოსამართლემ არ გაიზიარა დეკანოძის ადვოკატის შუამდგომლობა პროცესის გადადებასა  და  სასჯელის გადავადების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ადვოკატ ქეთევან ჩუთლაშვილის თქმით, "წინა პროცესზე მოითხოვეს ნარკომანიისა და პრევენციის ცენტრს წარმოედგინა მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შესახებ ერთერთი დოკუმენტი, სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა დაცვის მხარეს დოკუმენტი არ მიუღია. რის გამო დღევანდელი განხილვოს გადადებას მოითხოვდა. რაც მოსამართლე არ დააკმაყოფილა".

შეგახსენებთ, მიუხედადავად იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 2019 წლის 31 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა  დეკანოზ მამალაძეს გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მან დეკანოზი არ შეიწყალა.

ეკანოზი გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა 1 სექტემბერს დაასრულა ათტომეული ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვა და  2017 წლის 5 ოქტომბერს საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სასამართლომ საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. “ციანიდის საქმის” არსებითი განხილვა 5 თვის მანძილზე მიმდინარეობდა.

გამოძიების ინფორმაციით, 2017 წლის 2 თებერვალს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში. გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა, ამავდროულად მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა გართულდებოდა საგრძნობლად.

გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“-ს შემცველი ფხვნილი.

2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გიორგი მამალაძე დაკავებულ იქნა, ხოლო მისი ბარგის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი