თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ დღევანდელ განცხადებას, სადაც ირაკლი კობახიძე გავლენის აგენტს უწოდებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"ჩემო ძვირფასო მეგობრებო ადვოკატებო ვისაც დანაშაულის დაბრალების, ცილისწამების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის და მსგავსი გამოცდილება გაქვთ. დღეს კრემლის შნირმა კობახიძემ მორიგ ჯერზე მოიცალა ჩემთვის, მერე მისმა ხელის ბიჭებმა, აი იმათ ჯერ სააკაშვილის ხელის ბიჭები რომ იყვნენ და ახლა კობახიძის ბანი მისცეს, ხოდა დავფიქრდი და არავითარი ვალდებულება არ მაქვს ამათ ვუთმინო!
ხოდა რომელი გამომყვებით ამათ ცირკში სასამართლოს რომ ეძახიან ცოტა გავერთოთ! პირადში მომწერეთ ძვირფასებო,"- წერს თინა ხიდაშელი.
"თინა ხიდაშელი არის უცხოური გავლენის აგენტი, ქვეყნის ღალატი მისთვის არ არის უცხო მოვლენა, აქედან გამომდინარე, ასეთი ანგარიშები არავის გვიკვირს", - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თინა ხიდაშელის ბრალდებებთან დაკავშირებით განუცხადა.








