თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის დღეს გაჟღერებულ საკანონმდებლო ინიციატივებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

"ის რაც მდინარაძემ მოგვიყვა არის დიქტატურის დამყარების მცდელობის დასაწყისი. 
თქვენ რა გგონიათ დიქტატურა რა არის?- დიდ უნივერსიტეტებში სტუდენტებს პროტესტის უფლებას წაარათმევენ (მათი შენობები სახელმწიფოსია);

- თეატრების ნაწილში (მათი შენობები სახელმწიფოსია) მსახიობებს პროტესტის უფლებას წაართმევენ;
- 60 დღით გაზრდილი პატიმრობა ერთმნიშვნელოვნად რეპრესიის გაძლიერებაა;
- პატიმრობა დაქვემდებარებული მუხლების მატება,  სისხლის სამართლის დანაშაულად ქცეული სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაა; 
- სოცმედიაში, ქუჩაში, რესტორანში... რეჟიმის მსახურებისთვის ცუდი სიტყვების თქმის დასჯადად გამოცხადებაც, სიტყვის თავისუფლების აკრძალვაა;  
- აქვე დაგვპირდნენ გაგრძელება იქნებაო.....
ანუ პროტესტს დააკვირდებიან და შესაბამისად სადაც გაუჭირდებათ იქ მოიგონებენ ახალ მუხლს სისხლის სამართლის კოდექსისთვის. 
ვის შეუძლება ეფექტურად ამ სისტემის დამარცხება?
- მოსამართლეს რომელიც არ გამოიყენებს ახალ წესებს;
- პროკურორს რომელიც არ აღძრავს ამგვარ საქმეებს;
- პოლიციელს რომელიც უარს იტყვის ძალადობასა და ცრუ მოწმეობაზე;
- ----
აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ხალხის იმედი მაინცდამაინც არ უნდა გვქონდეს. არც ახალ საქართველოში გამოუჩენიათ ოდესმე თავი!!!
ამიტომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს!
პროტესის გამძლეობის!
პროტესის შეურიგებლობის!
პროტესის გაუტეხლობის!
აუცილებლად გავიმარჯვებთ და დავამტკიცებთ რომ ამ მიწაზე დიქტატურა არ გამოდის!!!"- წერს  თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძის თქმით: მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები - მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება; 

იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის და ეს გადავა მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში - 5 წლიდან 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება

ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდებისთვის განისაზღვრება პატიმრობა - 3 წლამდე ვადით