„კობახიძის განცხადება სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებით თავიდანვე იყო სრული ბოდვა და აბსურდი. როგორ შეიძლება სიცოცხლის მოსპობის რეალური მუქარის შემთხვევაში არარელევანტური იყოს გამოძიება. კობახიძე მორიგ ჯერზე ცდილობდა დეზინფორმაციით ზემოქმედება მოეხდინა ქართველ ხალხზე.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ ვარჰეის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება არარელევანტურია.

 „ყველას კარგად ესმის, რომ ეს განცხადება იყო სრული ბოდვა, აბსურდი და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დღეს არარელევანტურადაც მიაჩნია პრემიერ მინისტრს გამოძიების დაწყება. როგორ შეიძლება სიცოცხლის მოსპობის რეალური მუქარის შემთხვევაში არარელევანტური იყოს გამოძიება, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის ტყუოდა და ცდილობდა რომ მორიგ ჯერზე დეზინფორმაციით და მანიპულაციით ზემოქმედება მოეხდინა ქართველ ხალხზე.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ცნობისთვის, პრემიერის განცხადებით, ფიცოს ბედის გაზიარებით მუქარის საქმით თუ ნებისმიერი ქვეყნის გამოძიება დაინტერესდება, მზად ვარ, მივცე ჩვენება, არ მგონია, საქართველოს რეალობისთვის რელევანტური იყოს გამოძიების დაწყება

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა - ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა - ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები და ახსენა - "ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო"

პრემიერის განცხადების შემდეგ, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრმა  ოლივერ ვარჰეიმ  განცხადება გაავრცელა,   სადაც აღნიშნულია, "საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაკეთებულ განცხადებაზე მინდა, გამოვხატო გულწრფელი მწუხარება, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან.