„აშშ-საქართველოს ურთიერთობები არა მხოლოდ წინანდელ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, არამედ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც მოხდება, როდესაც 26 ოქტომბრის არჩევნებში ივანიშვილის ხელისუფლება პროამერიკული, პროდასავლური კოალიციური დემოკრატიული ხელისუფლებით ჩანაცვლდება.“– განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
„ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია ვიმყოფებით მილუოკში, რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე, სადაც მოხდება დონალდ ტრამპის დასახელება ოფიციალურად, როგორც რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც საქართველოდან პარტიული წარმომადგენლობით ვიმყოფებით მხოლოდ ჩვენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს ურთიერთობები არა მხოლოდ წინანდელ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩვენი ურთიერთობები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც მოხდება 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება და ივანიშვილის ხელისუფლება ჩანაცვლდება პროამერიკული, პროდასავლური კოალიციური დემოკრატიული ხელისუფლებით. “- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.