"სტრატეგია აღმაშენებელის" ერთერთი ლიდერმა ჩაკო ჩარკვიანმა მთავრობის კანცელალრიის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციაზე პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა:
"მინდა ღარიბაშვილს მივმართო, გუშინ გამოვიდა და ახსენა სიტყვა ტერორისტი". როგორც ჩანს მას არ ჰყოფნის იმის განათლება, რომ ზუსტად იცოდეს სიტყვის მნიშვნელობა. მაშინ გეტყვით რომ ტერორიზმია, როცა მთელი მსოფლიო აცრას იტარებს და თქვენ კოვიდის დროს ვაქცინა არ შემოგაქვთ, რომ ხალხი მოკვდეს; ტერორიზმია, როცა მილიონიანი საათების კოლექციას აგროვებთ და ხალხს სოციალურებს უხსნით ტერორიზმია, როცა უშიშროების გავლით გავრილოვი შემოგყავთ დამოუკიდებელ საქართველოში, სულში გვაფურთხებთ, გამპროტესტებლებს თვალებს სთხრით და აწინაურებთ მათ, ვინც შემოიყვანა კომუნისტი გავრილვო საკანონმდებლო ორგანოში. ნორმალურ ქვეყანაში ჩვენ სამართალზე ვისაუბრებდით, მაგრამ ამ ქვეყანაში, სადაც გამპროტესტებლებს სახელმწიფოებრიობის შელახვისთვის იჭერენ, ხოლო მურუსიძეს აწინაურებთ, ამას შერჩევითი სამართალი და სამართლის არარსებობა ჰქვია", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.