„ეს ხელისუფლება მეთორმეტე წელია მხოლოდ მაგიდის გარშემო ცვლის სკამებს, არაფერს აკეთებს საქართველოს მოსახლეობისთვის, არ ქმნის დოვლათს ქვეყნისთვის, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. ეს არის ოლიგარქის პირადი გადაწყვეტილება, გადაადგილება მთავრობაში, რომელიც არაფერს არ შეცვლის ქვეყანაში. „- ამის შესახებ მე-10 მოწვევის საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ განაცხადა.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით განხილვაში, დავუსვამთ კითხვებს, თუმცა ეს კითხვები იქნება რიტორიკული და დარწმუნებული ვარ, რომ პასუხებს ვერ მვიიღებთ. ეს ხელისუფლება მეთორმეტე წელია მხოლოდ ცვლის მაგიდის გარშემო სკამებს, არაფერს აკეთებს საქართველოს მოსახლეობისთვის, არ ქმნის დოვლათს ქვეყნისთვის, არ ქმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. ეს არის გადაადგილება მთავრობაში, რომელიც არაფერს არ შეცვლის ქვეყანაში. ეს არის ოლიგარქის პირადი გადაწყვეტილება."- განაცხადა თემურ ჯანაშიამ