თელავის საკრებულოს წევრმა "ნაცმოძრაობიდან" იმედა კევლიშვილმა პარტია დატოვა. ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" შეკრებებში უკვე რამდენიმე თვეა მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო პარტიის თავმჯდომარე ისე აირჩიეს, ამის შესახებ არ იცოდა.
კევლიშვილის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" განსხვავებული აზრი მიუღებლად ითვლება, მაგალითად, გიორგი ვაშაძის მოყვანა პარტიის წევრებისთვის არავის უკითხავს.
"დღეს მივიღე ჩემთვის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება. დავტოვო ნაციონალური მოძრაობა. იმიტომ ვტოვებ, რომ ნაც მოძრაობამ მოაწყო ბოიკოტი, 6 თვეა არც ერთ შეკრებაზე არ დაუძახივარ თავმჯდომარე ისე აირჩიეს მე არ ვიცოდი. პარტიაში განსხვავებული აზრი ითვლება მიუღებლად. ვაშაძე მოიყვანეს და ვის ჰკითხეს. " - წერს იმედა კევლიშვილი Facebook -ზე.