აშშ საქართველოს საელჩოს ინფორმაციით,  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა გამართა შეხვედრა სენატორ, მარკვეინ მალინთან (R) ოკლაჰომას შტატიდან, რომელიც აშშ-ის სენატის აპროპრიაციების, შეიარაღებული ძალების, ჯანდაცვისა და ინდიელთა საკითხთა კომიტეტების წევრია. 

"შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივები. აღნიშნულ კონტექსტში, ელჩმა, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მხარდაჭერის კუთხით, სენატორი მალინის პირად წვლილს გაუსვა ხაზი და მის, როგორც საქართველოს ნამდვილი მეგობრის, მიმართ  მადლიერება გამოხატა.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, აქტუალურ მოვლენებსა და პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას. ასევე  მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით. " - ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.